loader

ტრაგედია ბავშვის დაბადების აღსანიშნავ წვეულებაზე, დაიღუპნენ მომავალი მამა, ბაბუა და 17 წლის გოგონა: რა მოხდა ოჰაიოში? - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ბავშვის დაბადების აღსანიშნავ წვეულებაზე, დაიღუპნენ მომავალი მამა, ბაბუა და 17 წლის გოგონა: რა მოხდა ოჰაიოში? - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

ოჰა­ი­ოს შტატ­ში, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის თა­ვად მო­მა­ვა­ლი მამა, ორ­სუ­ლი ქა­ლის მამა და 17 წლის გო­გო­ნა. კი­დევ ერთი ქალი და­იჭ­რა. შემ­თხვე­ვა შა­ბათს, ქა­ლაქ პარ­მა­ში, კლივ­ლენდთან ახ­ლოს მოხ­და.

პარ­მის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე, Pandora’s Magical Events Venue-ში მოხ­და. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრო­ლა 19 წლის მო­მა­ვალ მა­მა­სა და მოწ­ვე­ულ სტუ­მარს, 29 წლის მა­მა­კაცს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას მოჰ­ყვა.

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი სამი ადა­მი­ა­ნი დახ­ვდათ: 19 წლის ახალ­გაზ­რდა, მისი ორ­სუ­ლი მე­უღ­ლის 45 წლის მამა და 17 წლის გო­გო­ნა.სრო­ლის შე­დე­გად 39 წლის ქა­ლიც და­იჭ­რა. მას ფე­ხის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­დარ­ჩე­ბა.

მო­მა­ვა­ლი დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

განაგრძეთ კითხვა>>>