loader

30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა - კადრები ადგილიდან: ავტოსაგზაო შემთხვევის რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა - კადრები ადგილიდან: ავტოსაგზაო შემთხვევის რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსთავში ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა ქა;ს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალი "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც გზაზე მომავალი "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა ის სავარაუდოდ ვერ შეამჩნია, მუხრუჭის გარეშე შეეჯახა და ავტომობილზე მიჭყლიტა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ინერციით, რამდენიმე წუთით ადრე, დასახმარებლად გაჩერებულ "ბეემვეს" მარკის ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.