"24 ადამიანი დაიღუპა, მაშველები დაახლოებით 30 ადამიანის ეძებენ" - ტრაგედია ინდონეზიაში: საკონდიტრო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ინდონეზიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შაბათ-კვირას საკონდიტრო ქარხანაში გაჩნენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მაშველები დაახლოებით 30 დაკარგული ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
ხელისუფლება იძიებს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, რომელიც ბანტენის პროვინციაში, ქალაქ ჩიკანდეში მდებარე საკონდიტრო ქარხანა PT Fonusa Agung Mulia-ს ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერის მოკლე ჩართვამ გამოიწვია