loader

როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ბავშვების, 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერის საკითხი დღეს გადაწყდება – ამის შესახებ მედიას ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, 3 წლის გოგონასთან მუშაობას ფსიქოლოგები აგრძელებენ.

„ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი.

3 წლის და 9 თვის გოგონა იმთავითვე შენარჩუნებული მეხსიერებით გახლდათ, საჯაროდ არ არის იმის ახსნა საჭირო, რას იხსენებს და როგორ იხსენებს, ეს უკვე ფსიქოლოგების საქმეა, რომლებმაც ორივე ბავშვთან მუშაობა დაიწყეს. ბუნებრივია, გააგრძელებენ გაწერის შემდეგაც,“ - აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.

რაც შეეხება აფეთქების დროს დაშავებულ 31 წლის პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

„დღეს დილისთვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და უცვლელად რჩება, კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, სტაბილურობას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ "ინტერპრესნიუსთან"

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.