მოსკოვში, ე.წ. კანონიერი ქურდი, ვალიკო ჯეჯეია დააკავეს - რა კადრები ვრცელდება?
მოსკოვში, ქართული წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდი, 80 წლის ვალიკო ჯეჯეია დააკავეს, რომელიც "ვალტერის" მეტსახელით არის ცნობილი.
ინფორმაცია და ვიდეოკადრები რუსული მედიაში ვრცელდება.
ჯეჯეია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი "კანონიერი ქურდია", მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმქაციით, ჯეჯეია წლების განმავლობაში მონტენეგროში ცხოვრობდა, თუმცა ვიზის ვადის ამოწურვის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია. 80 წლის ჯეჯეიამოსკოვში ორმხრივი პნევმონიით ჩავიდა.