რა თქვა პატრიარქმა შიო მესამემ ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ქადაგებისას?
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ამის [სუროგაციის] აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქადაგებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იგეგმება.
როგორც პატრიარქმა თქვა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი.