loader

"12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს! მსგავსი არაფერი მომხდარა...“ – ქართველი მომღერლის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე: ამაღელვებელი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს! მსგავსი არაფერი მომხდარა...“ – ქართველი მომღერლის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე: ამაღელვებელი კადრები

ბათუმელი მომღერალი, თათია კობალაძე, რომელიც ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მონაწილეა, კონკურსზე მიღწეული წარმატების შესახებ ინფორმაციას თავის გამომწერებს უზიარებს. მომღერალი წერს, რომ ფინალზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ქვეყნის წარმომადგენელი ჟიურის წევრები, ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს.

„გიორგობას გილოცავთ მეგობრებო გფარავდეთ წმინდა გიორგი! გუშინ ფინალი იყო! 12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგა ქართველს და საქართველოს! მსგავსი არაფერი მომხდარა 10 ტურის განმავლობაში არასდროს! ფინალი მსოფლიოს უზარმაზარ სცენაზე, კონკურსზე სადაც 5 კონტინენტიდან 12 ქვეყანა იყო წარმოდგენილი! შედეგი?! ფინალის დღის ჟიურის გადაწყვეტილებით საქართველო ტოპ 3 ქვეყანაში მოხვდა! 10 ურთულესი ტური და ფინალი სადაც დათომ ისეთი სიტყვები მითხრა რომ ჩემი გულწრფელი ცრემლები მილიონობით მაყურებელმა დაინახა ! რაოდენ ლამაზია მდგომარეობა და სიტუაცია როცა სადღაც სხვა სამყაროში ორი ქართველი ერთმანეთს მხარს უმაგრებს ! დავითის სიტყვები იქ იმ მომენტში ფინალზე რომელზეც ძალიან ვნერვიულობდი იყო უმნიშვნელოვანესი! მე ვარ ადამიანი რომელიც ყოველთვის ყველა სიტუაციაში ხედავს გულწრფელობას. დათო მადლობა ქართველო! ნატო მიყვარხარ უკიდეგანოდ და გილოცავ რადგან შენი სიმღერა გუშინ ნახევარმა მსოფლიომ მოისმინა! მეამაყები!“ – წერს თათია კობალაძე.

ცნობისთვის, ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის მონაწილეა. თათიამ fortuna.ge-ს ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ უამბო.