რა კომენტარი დაუწერა ილია თოფურიამ ახალ რჩეულს სოციალურ ქსელში და როგორ უპასუხა ლინა სიჭინავამ?
UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიასა და ქართველი მოცეკვავის, ლინა სიჭინავას სავარაუდო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა Divinity წერს, რომ სპორტსმენს ჯორჯინა უზკატეგუისთან განქორწინების შემდეგ ახალი სიყვარული ჰყავს. ამასთან, თოფურიამ ლინას ფოტოზე საჯარო კომენტარიც დატოვა.
ლინა სიჭინავამ Instagram-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ილია თოფურია ვარდისა და მზის სათვალის რეაქციებით გამოეხმაურა. ქართველმა მოცეკვავემ კი მის კომენტარს წითელი გულით უპასუხა.
