"ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს" - ქეთი დევდარიანი
ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ სამწლიანი პაუზის შემდეგ, მე-20 სეზონით ბრუნდება.
როგორც სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი აცხადებს, მაყურებელს არაერთი ნაცნობი გმირი დააკლდება. მათ შორის იქნება ბაქარ ორჯონიკიძეც, რომლის როლსაც ბუბა მირცხულავა ასრულებდა.
ქეთი დევდარიანმა გამოცემა MediaChecker-თან ინტერვიუში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც სერიალის ძველი პერსონაჟების ნაწილი ახალ სეზონში აღარ გამოჩნდება.
"ძველი გმირებიდან ბევრი გაქრა ყოფითი და არაყოფითი მიზეზების გამო. ბევრი მსახიობი წავიდა სხვა არხზე სამუშაოდ, ბევრმა პერსონაჟმა თავი ამოწურა სერიალში, ზოგს სამსახური აღარ უწყობს ხელს, რომ იმსახიობოს, მაგალითად, ბაქარ ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი სუს-ში მუშაობს და შესაბამისად, სერიალში ვეღარ ითამაშებს“, - ამბობს ქეთი დევდარიანი.