"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ… თითქოს შეუძლებელია, რომ აღარ ხარ" - ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა, გუშინ მოხდა.
გარდაცვლილი ხონის მკვიდრი, 1990 წელს დაბადებული ლიკა ჯანელიძეა.
ახალგაზრდა ქალს მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ… თითქოს შეუძლებელია, რომ აღარ ხარ. ჩემო ბავშვობავ, რამდენი ტკბილი მოგონება ამოტივტივდა გონებაში… რამდენი სიცილი, რამდენი ლაღი დღე და ბედნიერი წუთი, რომლებიც ახლა კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ჩემთვის. ყოველთვის პოზიტიური, ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი მემახსოვრები.ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ეს ყველაფერი მოგონებად დარჩა… ზოგი ადამიანი წლების მიუხედავად არასდროს ქრება ჩვენი გულიდან, რადგან მათთან ერთად ჩვენი ბავშვობის ყველაზე ლამაზი ნაწილი ცხოვრობს. შენს სახელს დავიწყება არ უწერია" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.