loader

"კითხვები მაქვს, გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო მიშენებულში, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში და ის ჩაინგრა" - რას ამბობს იმ ბიჭის მამა, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კითხვები მაქვს, გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო მიშენებულში, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში და ის ჩაინგრა" - რას ამბობს იმ ბიჭის მამა, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა?

"მე სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონია. კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ჩემი ბიჭი ცენტრალური გათბობის ჩართვას არც ცდილობდა. ალბათ, გაზქურაზე საჭმლის გაკეთება უნდოდა. გაზქურა კიდევ ისეთი მაქვს, ცეცხლი თუ არ უნთია, გაზს კეტავს. [მომხდართან დაკავშირებით] არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა მარჯვენა კუთხეში იყო, აფეთქება კი მოხდა ე.წ. ზალაში, საძინებელში იდეაში. ის ჩაინგრა. რანაირად?! ეს მაინტერესებს" - ამის შესახებ „ფორმულასთან“ განაცხადა ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა, რომლის ბინაშიც 19 ნოემბერს, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.