loader

ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა ქართველი მებრძოლისა და მოცეკვავე ლინა სიჭინავას ურთიერთობაზე პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა ქართველი მებრძოლისა და მოცეკვავე ლინა სიჭინავას ურთიერთობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უსკატეგი ქართველი მებრძოლისა და მოცეკვავე ლინა სიჭინავას ურთიერთობას ეხმაურება.

როგორც ესპანურ გამოცემა Libertad Digital-თან საუბრისას ჯორჯინამ აღნიშნა, ის ბედნიერია, რომ საკუთარი ცხოვრების ეს ეტაპი დაასრულა.

მან ყოფილ მეუღლესა და მის ახალ შეყვარებულს ბედნიერება უსურვა.

„იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ის, ვინც მშვიდად ცხოვრობს, სხვების სიმშვიდეს არ არღვევს. მე, ჩემი მხრივ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ეს თავი დავხურე. გულწრფელად, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა უსკატეგიმ.

ესპანელი ჟურნალისტის, ხავი დე ოიოსის ინფორმაციით, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა დაახლოებით ერთი თვეა ერთად არიან. მათ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, სადაც UFC-ის ჩემპიონი სავარჯიშოდ იმყოფებოდა.

ლინა სიჭინავა ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეა და სამოდელო საქმიანობასაც ეწევა.

თავად ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას ურთიერთობის შესახებ საჯარო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.