loader

“პიკაპი დაეჯახა, მძღოლი ნასვამი ყოფილა, მისი ძმა პოლიციელია, გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა” – ტრაგედია ხონში: ვინ არის დაღუპულია ახალგაზრდა ქალი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პიკაპი დაეჯახა, მძღოლი ნასვამი ყოფილა, მისი ძმა პოლიციელია, გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა” – ტრაგედია ხონში: ვინ არის დაღუპულია ახალგაზრდა ქალი?

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.

როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება, ქალი ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.

,,გიორგობა დღე იყო, ტაძრიდან ბრუნდებოდა, სახლისკენ მიმავალ გზაზე დიდი პიკაპი დაეჯახა, მძღოლი ნასვამი ყოფილა. მისი ძმა პოლიციელია, იმ ღამეს მორიგე ყოფილა გამოძახება რომ შესულა, მივიდა და საკუთარი და შერჩა.” – უყვება ,,მეგა ტვ”-ს წყარო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.