სესხის გაცემის პირობები კიდევ მკაცრდება - ვინ ვეღარ აიღებს კრედიტს?
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოურ ვალუტაში 1.5 მილიონ ლარზე ნაკლებ სესხს ვეღარ აიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.
კერძოდ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან შევა.
„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ეროვნული ბანკის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. განაგრძეთ კითხვა