loader

რა ხდება ამ წუთებში მეტრო „ნაძალადევთან“, სადაც ქარმა არსებული ღობე მთლიანად წააქცია - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში მეტრო „ნაძალადევთან“, სადაც ქარმა არსებული ღობე მთლიანად წააქცია - კადრები ადგილიდან

ძლიერმა ქარმა მეტრო „ნაძალადევთან“, ძმები წიკლაურების სახელობის სკვერთან, არსებული ღობე მთლიანად წააქცია.

როგორც კადრებშიც ჩანს, ღობე მთელ სიგრძეზეა ჩამონგრეული. თვითმხილველების ინფორმაციით, ღობის დაცემის შედეგად დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელსაც ღობე თავზე დაეცა.

მათივე თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მისული.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.