loader

რა მდგომარეობაა რიკოთზე ამ წუთებში? - მოქალაქე ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაა რიკოთზე ამ წუთებში? - მოქალაქე ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს

ამ წუთებში რიკოთზე ძლიერი თოვაა. მოქალაქე ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობისა და თოვის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55)ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ32-კმ51 (მოლითი-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა ხულო-უტყისუბანის მონაკვეთზე.

'საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ80-კმ118 (ხულო-უტყისუბანი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ნათქვამია ინფორმაციაში.