loader

"დღეს კიდევ რამდენიმე ბავშვი გადაურჩა მძიმე დაზიანებას" - რა მოხდა მარნეულში და რა კადრებს აქვეყნებს სამირა ბაირამოვა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს კიდევ რამდენიმე ბავშვი გადაურჩა მძიმე დაზიანებას" - რა მოხდა მარნეულში და რა კადრებს აქვეყნებს სამირა ბაირამოვა?

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"ბავშვები ბოლო წუთს გადარჩნენ. მიუხედავად იმისა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულია, მაგრამ რეაგირება არაა! მარნეულში არ ვიცი, ვინ გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ვინ აკონტროლებს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მაგრამ ფაქტია, რომ ვიწრო ქუჩებში მრავალსართულიანი კორპუსები შენდება, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები ყოველდღიურად, ყოველ წუთს, სერიოზული საფრთხის წინაშე ცხოვრობენ.

დღეს კიდევ რამდენიმე ბავშვი გადაურჩა მძიმე დაზიანებას. ღმერთმა დაიფაროს ყველა! ბავშვები სამშენებლო მასალის ჩამოვარდნის შედეგად გამოწვეულ საფრთხეს გადაურჩნენ — მაგრამ საკითხავია, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ ამ პრობლემას სათანადო ყურადღება მიაქციოს?

ვინ აგებს პასუხს, თუ მაღალი კორპუსიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვს, სიცოცხლეს შეუწირავს? მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხარჯზე!" - წერს სამირა ბაირამოვა.