დაკარგულ 12 წლის ბიჭს ისევ ეძებენ - "უნდა ვიპოვოთ! აცვია ყვითელი მაისური და ჭრელი შარვალი"
ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ისევ ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები ავრცელებენ. მათი ცნობით, ბავშვი სახლიდან გუშინ, 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
ღამით ბავშვის ახლობლები თერმული კამერით აღჭურვილი დრონით დახმარებასაც ითხოვდნენ.
"ბავშვი უნდა ვიპოვოთ! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება! ვაზიანში დაკარგულია 12 წლის ბავშვი!
სახლიდან გავიდა 12:00 საათზე და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. აცვია ყვითელი მაისური და ჭრელი შარვალი.
განსაკუთრებული თხოვნა გვაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც თერმული კამერით აღჭურვილი დრონი გაქვთ! თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ბავშვის საძიებო სამუშაოებში. ღამის საათებში თერმული დრონით ტერიტორიის შემოწმება შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
ნებისმიერი დახმარება ახლა ფასდაუდებელია!
საკონტაქტო ნომერი: 555 54 70 51
გთხოვთ, გააზიაროთ, იქნებ ჩვენმა პოსტმა საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.
ბავშვი უნდა ვიპოვოთ!" - ნათქვამია ინფორმაციაში.