საკადრო ცვლილებები შსს-ში - შალვა თადუმაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა: ცნობილია ვინ შეცვლის მას
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
“მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.