უმძიმესი კადრები აფრიკის დასახლებიდან, სადაც აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: რა დეტალები ხდება ცნობილი? - "გაძლიერებული ცეცხლი იყო"
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 1 პირი.
არსებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რასაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვიდეო: "TV პირველი"