loader

"ძალიან დიდი მასაა" - ახალი კადრები ლაილაშიდან, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან დიდი მასაა" - ახალი კადრები ლაილაშიდან, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყრული პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ვიდეოს ბესარიონ ჩანქსელიანი აქვეყნებს.

ასევე იხილეთ: ცაგერში, მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია: მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან?