"ეს შენთვის იყო ბებო" - რას წერს თორნიკე შენგელია საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ?
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 92:88 დაამარცხა.
კაპიტანს, თორნიკე შენგელიას თამაშამდე ბებია გარდაეცვალა, თუმცა გუნდს მაინც დაეხმარა - მან 23 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
"დიდება უფალის ძალას! ეს შენთვის იყო ბებო" - დაწერა თორნიკე შენგელიამ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში.
ვიდეო: FIBA EuroBasket