"აშშ-ში გრიპით სიკვდილის 2 800 შემთხვევა და 50 000 ჰოსპიტალიზაცია დაფიქსირდა" - რას წერს მაია ბუწაშვილი?
"აშშ-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 20 ნოემბრისთვის გრიპის მიმდინარე სეზონზე (2026-2027) დაფიქსირდა გრიპით სიკვდილის 2800 შემთხვევა (მათ შორის 7 ბავშვია) და 50 ათასი ჰოსპიტალიზაცია" - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჯამში სულ 3.7 მილიონი გრიპის შემთხვევაა რეგისტრირებული.
"გრიპის ამ სეზონზე აშშ სტატისტიკაზე ვწერ იმიტომ, რომ რატომღაც საქართველოს სტატისტიკა აღარ ქვეყნდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე სიახლეები 2023 წლით არის დათარიღებული.
შესაბამისად, 2023 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ყველა დაავადება გაქრა და ყველანი სრულიად ჯანმრთელები ვართ.
ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ვაშა! გილოცავთ!" - წერს მაია ბუწაშვილი.