"მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი და ბევრი რამ გავარკვიეთ" - რას წერს ნატა ვიბლიანი?
"მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი. ამ საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ კაკაბაძის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. შემიყვანეს შეცდომაში" - ამის შესახებ ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში წერს.
ნატა ვიბლიანის თქმით, ისურვებდა, რომ ტარიელ კაკაბაძე ისევ ჩაერთოს მის საქმეში.
"მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი. გარკვეული საკითხები განვიხილეთ და ბევრი რამ გავარკვიეთ.
ამ საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ კაკაბაძის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. შემიყვანეს შეცდომაში!
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ბატონ ტარიელს ჩემთვის არ უღალატია და მისთვის ადვოკატის უფლებამოსილება არ შემიწყვეტია.
ჩემი აზრით, მას მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა გაეგრძელებინა. როცა მას დავუფიქსირე აცილება, ის იძულებული იყო საქმეს ჩამოცოლებოდა. ის თავისი სურვილით არ გასულა საქმიდან, მე ავიცილე შეცდომით.
კვლავ ვაცხადებ რომ ბატონი ტარიელი ერთგულად მიცავდა.
დღეს კი ვისურვებდი, კვლავ ჩაერთოს ჩემს საქმეში და გააგრძელოს ის სამართლებრივი საქმიანობა, რომელიც საჭიროა სიმართლის დასადგენად.
მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა სხვისი გავლენით.
მადლობა ბატონ ტარიელს გულწრფელი საუბრისა და გარკვეული საკითხების განმარტებისთვის" - წერს ნატა ვიბლიანი.