ქობულეთში, 25 წლამდე პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.
რა გახდა ახალგაზრდა პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი, ან რა ვითარებაში იპოვეს ცხედარი, უცნობია.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.