მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს სამართლებრივ დავაზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - რა წერია განჩინებაში?
კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის რადას დეპუტატ ელიზავეტა იასკოსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის დავაზე - სააკაშვილისთვის ალიმენტების დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის შედეგადაც იასკომ ამ ეტაპზე სასამართლოს გზით სააკაშვილისთვის ქალიშვილის სასარგებლოდ ალიმენტების გადახდის დაკისრება ვერ შეძლო.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Хабар.Інфо წერს:
საქმე იასკოს განცხადებას ეხებოდა, რომლითაც ის კიევის შევჩენკოს რაიონულ სასამართლოს მიმართავდა და სააკაშვილისგან მათი საერთო არასრულწლოვანი ქალიშვილის, ჟასმინის სასარგებლოდ ალიმენტების დაკისრებას ითხოვდა.
რატომ ვერ დააკისრა სასამართლომ სააკაშვილს ალიმენტების გადახდა?
როგორც გამოცემა წერს, ელიზავეტა იასკომ სასამართლოს ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა და ალიმენტების დაკისრების შესახებ სასამართლო ბრძანების გამოცემა მოითხოვა. თუმცა რაიონულმა სასამართლომ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. განაგრძეთ კითხვა>>>