loader

"ცოტა ხნის წინ, ბათუმის აეროპორტში, თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ" - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა ხნის წინ, ბათუმის აეროპორტში, თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ" - კადრები ადგილიდან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშისა" და ისრაელის საფეხბურთო კლუბ "ჰაპოელ ბეერ-შევას" მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები ერთმანეთს აეროპორტში გამგზავრების პერიოდში შეხვდნენ.

"ცოტა ხნის წინ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი ბათუმის აეროპორტში: ერთმანეთს თურქული საფეხბურთო კლუბ "ბეშიკთაშის" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" ფანები დაუპირისპურდნენ. თურქების მხრიდან ისმოდა შეძახილები: F**k Israel! ადგილზე პოლიციაა მობილიზებული" - წერს სოციალურ ქსელში Michael Khachidze და კადრებს აქვეყნებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ. მხარეებს შორის დაპირისპირება სამართალდამცავებმა განმუხტეს.