loader

თავისუფლების მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავისუფლების მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - პირდაპირი ეთერი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

პირდაპირი ეთერის სანახავად იხილეთ ბმული>>>

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის 3 ცენტრალურ ლოკაციაზე შეიკრიბნენ - თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“, საიდანაც ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

თავისუფლების მოედანი არის ის ადგილი, სადაც მსვლელობა დასრულდება. იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა და სიტყვით გამოსვლები.

დღევანდელი აქცია ეძღვნება 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.