თბილისის ქუჩები ახლა - ვრცელდება დრონით გადაღებული კადრები
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
დრონით გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი აქვეყნებს.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის 3 ცენტრალურ ლოკაციაზე შეიკრიბნენ - თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“, საიდანაც ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
თავისუფლების მოედანი არის ის ადგილი, სადაც მსვლელობა დასრულდება. იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა და სიტყვით გამოსვლები.
დღევანდელი აქცია ეძღვნება 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.
ვიდეო: MO SE