loader

"მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრს..." - რა თქვა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მათე დევიძის დამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრს..." - რა თქვა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მათე დევიძის დამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას?

"26 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასი ხალხია. მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენთვის ძვირფასი ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მიწაა, ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალია. არ გვავიწყდება, ვინ არის ჩვენი ტერიტორიების დამპყრობელი, არ გვავიწყდება ჩვენი დევნილები, დაკარგული სახლები და ოკუპირებული ტერიტორიები, და მით უმეტეს არ გვჭირდება ხელისუფლებისგან იმის ახსნა, ვისთან უნდა გვქონდეს კეთილგანწყობა და ვისთან დიალოგი" - ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.