"ვერ ვიჯერებ, ისეთი კარგი აღზრდილი ბიჭი იყო... ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო" - ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
ცნობილია ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა.
გარდაცვლილი სოფელ ქისტაურის მკვიდრი 30 წლის აჩიკო მელქუაშვილია.ავტოსაგზაო შემთხვევა, დღეს სოფელ ქისტაურში მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც აჩიკო მელქუააშვილი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
როგორც გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი AMBEBI.GE -სთან ჰყვება, გარდაცვლილი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. დაშავებულები კი მეორე მანქანაში ისხდნენ.
"ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ. ისეთი კარგი აღზრდილი ბიჭი იყო, ისეთი ადამიანი. ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო" - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.