loader

"მაპატიეთ, ძალიან ვღელავდი ვიდეოს ჩაწერის დროს და ცოტა დაბნეული ვსაუბრობ" - ბათუმში 2025 წელს დაკარგული ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძის დედის ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაპატიეთ, ძალიან ვღელავდი ვიდეოს ჩაწერის დროს და ცოტა დაბნეული ვსაუბრობ" - ბათუმში 2025 წელს დაკარგული ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძის დედის ვიდეომიმართვა

"მაპატიეთ, ძალიან ვღელავდი ვიდეოს ჩაწერის დროს და ცოტა დაბნეული ვსაუბრობ (მომიტევეთ სიტყვა ,,მასტერი", დაბნეულმა ,,ოსტატის" ნაცვლად, რომ ვთქვი), თან მართლა ბევრი ვიდეო წავშალე და ძალიან დავიღალე წაშლებითაც.

მოკლედ, რაც თუ ძალა შემრჩა, მთლიანად ჩავდე ამ საქმეში იმისთვის, რომ ჩემი ალექსანდრესთვის, მისი ნატვრად ქცეული სახის დანახვის მოლოდინში და მის ჩახუტებას ნატრულს, ეს ძალაც არ გამომცლოდა...

მთელი ჩემი შერჩენილი ენერგია და მცირედი ბიუჯეტით, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების გვერდში დგომით აქამდე მოვედი და ახლა თქვენი გვერდში დგომის, მხარდაჭერია და ნდობის იმედი მაქვს.

დედას ოცნებად ქცეულო შვილო, დედას ალექსანდრე, ნეტა იცოდე შენი ,,დეე" როგორ გელოდება, რომ დავინახო შენი სიამაყით ავსილი ჩემსკენ მომზირალი თვალები... დედას საოცარო ადამიანო, დედას უკიდეგანო მონატრება, მზის სხივო და საერთოდ ყველა+ფერო" - ამის შესახებ ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნო­ბის­თვის, 14 წლის მო­ზარ­დი, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს ბა­თუმ­ში, 2025 წლის 16 იან­ვარს, 22 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სკამ­ზე იპო­ვეს. კა­მე­რებ­ში ჩანს, სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ჭიც და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა.