loader

ქურდობა კახეთში - 4 მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია და ართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა სახის ნივთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქურდობა კახეთში - 4 მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია და ართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა სახის ნივთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 4 მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა სახის ნივთებს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.