loader

რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ

ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს "Chiatura Management Company".

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მი­წის­ქვე­შა სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მა­ღა­რო­ში გარ­დაც­ვლი­ლი კომ­პა­ნი­ის ცვლის უფ­რო­სია."დღეს შუქ­რუ­თის მა­ღა­რო­ში, მი­წის­ქვე­შა სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. შემ­თხვე­ვას ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ცვლის უფ­რო­სის დ.კ-ის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­რე­მო­ე­ბე­ბი დგინ­დე­ბა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ამ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას უკვე აც­ნო­ბა და აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ტრა­გე­დი­ის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და კო­ლე­გებს და თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებთ მათ ამ მძი­მე დროს. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-მ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.