იტალიაში ადამიანი რობოტი შექმნეს, რომელიც ემოციებს გამოხატავს
იტალიაში University of Pisa-ს მეცნიერმა ნიკოლე ლაზერმა ადამიანი-რობოტი შექმნა, რომელიც ემოციებს გამოხატავს. რობოტს "სახე" (FACE) ჰქვია.
რობოტი ინსტიტუტის ერთ-ერთი მეცნიერის ცოლის გარეგნობის მიხედვით შეიქმნა. მათ რობოტის თავის ქალაში ემოციის გამომხატველი 32 მამოძრავებელი კუნთი განათავსეს.
იტალიაში შექმნილი რობოტის მთავარი ღირსება ის არის, რომ ის არა მარტო გარეგნულად ჰგავს ადამიანს, არამედ შეუძლია გამოხატოს სიხარული, განცვიფრება, გაბრაზება, შიში.
გუნდის წევრებმა 15 ბავშვს სთხოვეს, რომ რობოტის მიმიკებისთვის შესაბამისი ხასიათი მიეთითებინათ. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ადვილად გამოიცნეს რობოტის ბედნიერი, გაბრაზებული და მოწყენილი ემოცია, მაგრამ გაუჭირდათ შიშის, ზიზღისა და გაკვირვების იდენტიფიცირება.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
იხილეთ: ცისფერთვალება ფილიპი, ადამიანი - რობოტი