loader

"კლდის მეფე" - ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი მეტეხის ხიდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კლდის მეფე" - ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი მეტეხის ხიდზე

29 ივლისს თბილისში, მეტეხის ხიდზე ქუჩის კალათბურთის მსოფლიოში ცნობილი ჩემპიონატის - Red Bull King of the Rock 2012-ის, იგივე "კლდის მეფის" ოფიციალური შესარჩევი ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრის 64 მონაწილიდან გამარჯვება ვატო თევზაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში გიორგი ჯგერენაია ანგარიშით 6:4 დაამარცხა.

ვატო თევზაძე ჩემპიონატის მსოფლიო ფინალზე სან-ფრანცისკოში, ცნობილი ამერიკული ციხის - ალკატრასის ეზოში წარსდგება, სადაც ის 26 ქვეყნის გამარჯვებულთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

"კლდის მეფის" ფინალური შეხვედრა სან-ფრანცისკოში 22 სექტემბერს გაიმართება.

გიორგი გიორგაშვილი