მკვდარი ხეების სასაფლაო - გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე გასახმობად დარგული ფიჭვები
"გვინდა, რომ ნაგავსაყრელი დასვენებისა და რეკრეაციის ზონად ვაქციოთ" - გიგი უგულავა გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე საუბრობს. ქალაქის მერი გვარწმუნებდა, რომ აქ ტყე გაშენდებოდა, ყოფილი ნაგავსაყრელი კი ყველაზე მწვანე ადგილი გახდებოდა. ამისთვის დაახლოებით 8 ათასი ნერგი დაირგო, თუმცა მერის სიტყვებმა არ გაამართლა. რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა - ამ ადგილს დღეს მკვდარი ხეების სასაფლაოს ეძახიან.
ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ნაგავსაყრელზე ხეების დარგვა ფუჭად დახარჯული ფულია, რადგან ტერიტორიაზე დაგროვილი გაზებისა და მიმდინარე შიდა წვის გამო, მწვანე საფარი რამდენიმე წელი არ გაიხარებს.
ხეების სრულ გახმობას არ ეთანხმება მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი. იგი აცხადებს, რომ ფიჭვების მხოლოდ 15-20% გახმა.
დღეს გლდანში შემორჩენილი ხის სარებით მიხვდებით, რომ ოდესღაც რაღაც მცენარეები დარგეს. გაუხარებელ ფიჭვებზე პასუხისმგებლობას კი სპეციალისტები გამწვანების სამსახურს აკისრებენ და თანხების უაზრო ფლანგვაში ადანაშაულებენ.