ცესკო არჩევნების 1-ელ ოქტომბერს ჩასატარებლად მზად არის - ზურაბ ხარატიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების 1-ელ ოქტომბერს ჩასატარებლად მზად არის, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ის, რომ არჩევნების დღე ორშაბათია და საზღვარგარეთ ეს დღე სამუშაო დღე იქნება, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ხარატიშვილის თქმით, საზღვარგარეთ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები სამუშაო დღეს იყოს.
ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკო-ში განაცხადი 32 პოლიტიკურ პარტიას აქვს შეტანილი, მათ შორის 5 უკვე დარეგისტირებულია. არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის განაცხადის შეტანის ვადა უკვე ამოიწურა.
რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტოს 18.00 საათამდე აქვთ.