სკანდალი ოლიმპიურ გუნდში: ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან გამოიქცა
"ქართული ოცნება" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და ქართული დელეგაციის წევრის, გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებისთანავე დაიწყო. ფანჯიკიძის თქმით, შუკვანს ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხარი არ დაეჭირა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ.
ფანჯიკიძის თქმით, შუკვანმა ოლიმპიადაზე პირველი შეჯიბრი მოიგო, მეორე შეჯიბრი კი წააგო, რის შემდეგაც ძიუდოისტმა მიიჩნია, რომ მსაჯები უსამართლოდ მოექცნენ. "ქართული ოცნების" პრესსპიკერის ინფორმაციით, შუკვანმა რეაგირებისთვის ქართულ დელეგაციას მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.
"ქართული ოცნების" პრესსპიკერის თქმით, შუკვანს ოლიმპიური სოფლიდან გამოპარვაც დასჭირდა, რადგან მასთან შეხვედრას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ითხოვდა. შუკვანმა შეხვედრას თავი აარიდა და ფანჯრიდან გადახტა. საქართველოში კი ხორვატი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.
ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ბეთქილ შუკვანის ასპარეზობა ქართულ ტელევიზიებს არ გადმოუციათ მაშინ, როდესაც ყველა ქართველი მონაწილის შეჯიბრი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პრესკონფერენციაზე კომენტარი თავად ბეთქილ შუკვანმაც გააკეთა.