loader

საქართველოში 6-12 აგვისტოს "ხსოვნის კვირეული" გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში 6-12 აგვისტოს "ხსოვნის კვირეული" გაიმართება

"ხსოვნის კვირეულის" პროგრამის საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ, შს სამინისტროს არქივის უფროსმა ომარ თუშურიშვილმა, ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა, მხატვარმა გია ბუღაძემ და საჯარო ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა ისაუბრეს.

"ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში სოფიო ტორჩინავას ფილმის, "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩვენებაც გაიმართება.

ფილმში ქრონოლოგიურადაა ნაჩვენები საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და შემდგომ 90-იან წლებისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.

"ხსოვნის კვირეულში" "ყაყაჩოების აქციასთან" ერთად გაიმართება ორი მასშტაბური გამოფენა, კერძოდ, 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას "საქართველოს მოპარული ისტორია".

7 აგვისტოს, 17:00 საათზე, "თიბისი" გალერეაში გაიხსნება გამოფენა "მშვიდობა". გამოფენაში მონაწილეობენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების შვილები, რომლებიც თავიანთ ემოციურ განწყობას გაუზიარებენ დამთვალიერებლებს.