loader

პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავანი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავანი აღმოაჩინეს

პუშკინის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დროს, მიწის გათხრისას, ძველი თბილისის გალავანი გამოჩნდა.

სპეციალისტების ინფორმაციით, გალავნის უძველესი ფენა მე-5 საუკუნით თარიღდება, თუმცა ყველაზე კარგად გალავნისა და გალავანში დატანებული კოშკების ფრაგმენტებია შემონახული, რომელიც მე-12-მე-18 საუკუნეების პერიოდშია აგებული.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ძველი თბილისის გალავანი რუსეთის იმპერიის ანექსიის დროს, 1801 წელს დაანგრიეს.

გათხრების დროს არქეოლოგებმა თიხის და ჭიქური ჭურჭლის ფრაგმენტებიც იპოვნეს. მიწაში საომარი ქვის ბირთვებიც იქნა ნაპოვნი.

ამ დროისთვის აღმოჩენილი გალავნის კონსერვაცია მიმდინარეობს, რათა არქეოლოგიური აღმოჩენა უცვლელად შემოინახოს.

პუშკინის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კიდევ ორი კვირით იქნება საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაკეტილი.