loader

"სექსი დიდ ქალაქში 2" - ყველაზე ცუდი ფილმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სექსი დიდ ქალაქში 2" - ყველაზე ცუდი ფილმი

 

"ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიალამდე 1 დღით ადრე კინემატოგრაფის გასული წლის ყველაზე ცუდ ნამუშევრებს "ოქროს ჟოლოს" ცერემონიალზე ირჩევენ. "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვების 31-ე ცერემონიალი ჰოლივუდში მდებარე თეატრ "ბარნსდალ გალერიში" ჩატარდა.

5 "ოქროს ჟოლო" საბავშვო სათავგადასავლო ფილმმა "სტიქიის მბრძანებელმა" მოიპოვა. ის წლის "ყველაზე ცუდ სურათად", მისი რეჟისორი კი წლის "ყველაზე ცუდ რეჟისორად" დასახელდა. ასევე "სტიქიის მბრძანებელმა" "ოქროს ჟოლო" ყველაზე ცუდი სცენარისთვის მიიღო. ფილმს "ჟოლო"  სამგანზომილებიანი სპეცეფექტების ბოროტად გამოყენებისთვისაც ერგო.

მეორე "რეკორდსმენი" სრულმეტრაჟიანი ფილმი "სექსი დიდ ქალაქში 2" გახდა. მთავარი როლების შემსრულებლები სარა ჯესიკა პარკერი, კიმ კატრალი, კრისტენ დევისი და სინტია ნიქსონი წლის ყველაზე ცუდ მსახიობ ქალებად და მსახიობთა ჯგუფად დასახელეს. ფილმმა "სექსი დიდ ქალაქში 2" ყველაზე ცუდი რიმეიქის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

"ჟოლო" ეშტონ კატჩერმა, ჯესიკა ალბამ და ჯექსონ რეტბონმაც მიიღეს.

ჯილდო "ოქროს ჟოლო" პლასტმასისგან დამზადებული ოქროსფრად შეღებილი კენკროვანი ხილია. ყოველი მათგანი 5 დოლარამდე ღირს. ყველაზე ბევრი "ოქროს ჟოლოს" მფლობელი სილვესტერ სტალონეა. ის ამ დაჯილდოვებაზე 31 ჯერ წარადგინეს მთლიანობაში კი 10 "ოქროს ჟოლო" აქვს მოპოვებული.

ნომინანტები "ჟოლოების" დაჯილდოვების ცერემონიალზე მისვლას ვერ ბედავენ, გამონაკლისები ჰოლი ბერი და სანდრა ბალოკი არიან.

"ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვების ცერემონიალი 1980 წლიდან ტარდება. ჯილდოს ფონდს 647 წევრი ყავს.ისინი ნომინანტებს ასეულობით ფილმიდან ირჩევენ, რომლებიც წლის განმავლობაში ლოს-ანჟელესისა და ნიუ იორკის კინოდარბაზებში 1 კვირის განმავლობაში გადის.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე