ანანიძე, ლიპარტია, კობახიძე - სამი ქართველი ლეგიონერის უხვგოლიანი შაბათ-კვირა
უქმეების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ჯანო ანანიძის გოლია. ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ მას მოედანზე გასვლა მოუწევდა, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკის" ახალი თავკაცი, ესპანელი უნაი ემერი მას "დინამოსთან" დერბიში ენდო, მოედანზე 61-ე წუთზე შეუშვა და ჯანომ 75-ეზე თავი გამოიჩინა - ეს მესამე გოლი იყო, "სპარტაკმა" კი პრინციპული მეტოქე 4:0 გაანადგურა.
უკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "ზარიამ" სტუმრად "გოვერლას" ჯაბა ლიპარტიას გოლით სძლია.
სანდრო კობახიძემ კიევის "არსენალს" ქულა გადაურჩინა - "დნეპრთან" საშინაო მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის დამატებულ მეორე წუთზე გაათანაბრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.