loader

მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 84 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მეოთხედფინალში უკრაინელ ვასილ რაჩიბას დაუპირისპირდა და დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა და ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, რომელშიც ჩვენებურმა გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება ბოლო წამებზე შეძლო და შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდა.

გეგეშიძის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ვლადიკავკაზელი ფალავანი ალან ხუგაევი იქნება.

ჩვენებურმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი, ირანიდან გადმობირებული სამან ტახმასები დაამარცხა.