loader

გაუკონტროლებელი ექსტრემალური სპორტი - ვინ აგებს პასუხს ქართველი ექსტრემალების სიცოცხლეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაუკონტროლებელი ექსტრემალური სპორტი - ვინ აგებს პასუხს ქართველი ექსტრემალების სიცოცხლეზე

როუფ ჯამფინგი, პარაპლანი, წყლის თხილამურები - ეს ყველაფერი ექსტრემალური სპორტის სახეობებია, რაც ადრენალინის გამომუშავებას იწვევს და დიდ გამბედაობას მოითხოვს.

გამბედაობა არც ქართველ ექსტრემალებს აკლიათ. თუმცა თბილისში არსებული ექსტრემალური სპორტის სახეობების კლუბების სიმრავლის მიუხედავად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი თავად ექსტრემის მოყვარულები და ორგანიზატორები არიან.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ექსტრემალურ სპორტს არ აღიარებს და შესაბამისად, არც მის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს.

წყლის თხილამურების უსაფრთხოებაზე თბილისის ზღვის კლუბის მენეჯერი ლალი მოროშკინა საუბარს ზედმეტად მიიჩნევს. მისი აზრით, პრობლემა მაშინაც შეიძლება შეიქმნას, როდესაც მიწაზე მყარად დგახარ.

სხვა შეხედულებები აქვს პარაპლანის კლუბის პრეზიდენტს ირაკლი კაპანაძეს. მისი თქმით, რისკები ყოველთვის არსებობს, 100%-ით დაზღვეული კი არავინაა. ამ სპორტს მაკონტროლებელი არავინ ჰყავს. ამიტომ სრულ პასუხისმგებლობას კლუბები თავიანთ თავზე იღებენ.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მსგავსად, ექსტრემალურ სპორტზე კონტროლს არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყება აწესებს. არ მოწმდება არცერთი პასუხისმგებელი პირის კვალიფიკაცია; ასევე, არ კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები. ამით გამოწვეული შედეგები კი შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს.