loader

მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია

საქართველომ მეორე ოლიმპიური ვერცხლის მედალი მიითვალა. 11 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა 120 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მხოლოდ ფინალში, გამოცდილ უზბეკ ფალავანთან - არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლის პირველი პერიოდი მეტოქეებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. რისკზე წასვლას არც ქართველი და არც უზბეკი ცდილობდა და საბოლოოდ საქმე ბურთულის ამოღებაზე მიდგა. ტაიმაზოვმა ლურჯი - მოძმანაშვილის ფერი ამოიღო, რითაც ქართველ ფალავანს პერიოდის მოგების კარგი შანსი მიეცა.

სამწუხაროდ, დათომ შანსი ვერ გამოიყენა, ქულა უზბეკმა მოიპოვა და პერიოდის გამარჯვებულიც ეს უკანასკნელი გახდა.

მეორე პერიოდიც პირველის მსგავსად წარიმართა. ქულა მოძმანაშვილს სჭირდებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა - ტაიმაზოვმა ქართველი ხალიჩის მიღმა გაიყვანა და დაწინაურდა.

დათომ დარჩენილ მცირე დროში ვითარების გამოსწორება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ გამარჯვება უზბეკ ფალავანს დარჩა.

ამრიგად, 11 აგვისტოს მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველთა მონაგარი ექვს მედლამდე გაზარდეს.

www.sportall.ge