loader

თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთებული კედლები "პლეხანოვზე" - ფასადური რეკონსტრუქცია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთებული კედლები "პლეხანოვზე" - ფასადური რეკონსტრუქცია?

დავით აღმაშენებლის გამზირზე შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გრძელდება. თუმცა ზოგიერთი შენობის ფასადი თაბაშირ-მუყაოს ფილებითაა მოპირკეთებული და უკვე დაზიანდა.

აღმაშენებლის #103-ში მდებარე ყოფილ თოჯინების თეატრს ისტორიული ფუნქცია დაუბრუნდება და იქ კვლავ სასტუმრო განთავსდება.

ფასადურმა რეკონსტრუქციამ აქ თავი არ დამალა და თაბაშირ-მუყაოს ფილებმა ჩამოცვენა დაიწყო.

"პალიტრა ტვ"-სთან სატელეფონო საუბრისას სასტუმრო "WETZEL PLAZA"-ს მშენებლობის აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი უსტინოვმა დაადასტურა, რომ შენობის ფასადი მართლაც თაბაშირ-მუყაოს ფილებითაა მოპირკეთებული და ის მალე მარმარილოს ფილებით უნდა შეიცვალოს.


იხილეთ: თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში განთავსებული სიუჟეტი დეზინფორმაციაა