უმძიმესი კადრები ავადმყოფის შესახებ, რომელსაც ქობულეთში მატლი დაეხვია (+18)
კადრები, რომელიც "პალიტრა ტვ"-იმ მოიპოვა, მძიმე საყურებელია და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს ვურჩევთ, არ ნახონ. ასევე მოარიდეთ ბავშვები.
ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოსთან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მაია ნოვრუზოვა დახმარებას ითხოვს. მაია ნოვრუზოვას გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა ფეხზე კი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ჩირქოვანი კერა გაუჩნდა და მატლი დაეხვია. როგორც მაია ნოვრუზოვა აღნიშნავს, მას აქვს ფული, მაგრამ ექიმებმა დახმარების აღმოჩენა არ ინდომეს.
ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში ჟურნალისტების მისვლის შემდეგ შენობიდან ორი ადამიანი საკაცით გამოვიდა და მაია ნოვრუზოვა საავადმყოფოში შეიყვანა. უკანა ეზოში მას საავადმყოფოს მედპერსონალმა დახმარება აღმოუჩინა. ექიმებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.