loader

მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია!

გორის "დილა" ახლოს არის მიზანთან და დარჩა შანსი, თბილისის "დინამოს" რვა წლის წინანდელი შედეგი გაიმეოროს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" პლეი ოფის პირველმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ მისია შეუსრულებელი ნამდვილად არ არის.

შეხვედრას ორივე გუნდი პრობლემებით შეხვდა: "მარიტიმუს" პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პედრუ მარტინშმა ვერ დაიხმარა მცველი რუბენ ფერეირა, ნახევარმცველები ოლბერდამი და სემედუ. "დილას" კი დისკვალიფიცირებული მათე ვაწაძე და ტრავმირებულები, კახა ალადაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ზურაბ არზიანი და ირაკლი მოდებაძე დააკლდა.

64-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში იოლად შევიდა რობერჟი, საჯარიმოში ფიდელისი მოძებნა, რომელიც შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა - 1:0.

www.sportall.ge