ეკატერინბურგში, ბორის ელცინის მონუმენტს ლურჯი ფერის საღებავი გადაასხეს
ეკატერინბურგში, უცნობმა პირებმა რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის - ბორის ელცინის მონუმენტს ლურჯი ფერის საღებავი გადაასხეს. 10-მეტრიანი მონუმენტი თითქმის მთლიანადაა შეღებილი, დაზიანებულია წარწერაც. პოლიციის თანამშრომლებმა ფაქტი 24 აგვისტოს გამთენიისას დააფიქსირეს. მონუმენტს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნეს. დაიწყო ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც სპეციალისტების თქმით, სამ დღეში დასრულდება.
ბორის ელცინის მონუმენტი მისივე სახელობის ქუჩაზე, ეკატერინბურგის ცენტრში 2011 წლის 11 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.
ბორის ელცინის მონუმენტი მისივე სახელობის ქუჩაზე, ეკატერინბურგის ცენტრში 2011 წლის 11 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.